მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის ტესტები და ნაშრომები
- 25 ივლისი, 2025
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის ტესტები და ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
ტესტები კლასებით და ვარიანტების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქ:
მოსწავლეთა ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
სწორი პასუხები და პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 29 ივლისის 18:00 საათისა.
შედეგების აპელაცია მიიღება 30 და 31 ივლისს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com
საბოლოო შედეგები და სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების სია 4 აგვისტოს გამოქვეყნდება.
მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 27 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 27-ე შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-5 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 2 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-2 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!